ფესვები
ნუ
გეშინია, არა
ვართ გველები.
ამ მაღალ
მთაზე გველს
რა უნდა?
ტყუილად
შეკრთი, ჩვენ
კაცს არაფერს
ვავნებთ, არ
მოვსწამლავთ.
გარედან რომ
დაჭმუჭნილი,
ხმელი ტყავი
გვაკრავს,
იმან
შეგაშინა?
ერთს დროს
ჩვენ სხვა
ფერი და იერი
გვედო. დრომ,
ჟამთა
ვითარებამ
შეგვიცვალასახე
და ახლა,
მწყემსი
წამოგვაწყდება
ზედ თუ
მონადირე,
უნდა შეკრთეს,
მანამ ახლოს
გვნახავს,
სანამ
გეიგნებს, რომ
ჩვენ ერთის
მუხის ხმელი
ფესვები ვართ
და სხვა არარა.
ერთს დროს
ჩვენ
უზარმაზარ
მუხას
ვკვებდით,
საზრდოს
ვაწვდიდით,
ძუძუს
ვაწოვებდით.
ჩვენის ოფლით,
ჩვენის
ღვაწლით მუხა
თავმომწონედ
ყელყელაობდა.
ჩვენც ამითი
მოგვწონდა
თავი, რომ
ლამაზი,
შეუდრეკელი,
ამაყი შვილი
გავხარდეთ.
-თქვენ
და თქვენს
მუხას
მოგინდათ
ჩემი ძალ-ღონე,
ჩემი ამაგიო, -
ბევჯელ
უთქვამს
ჩვენთვის
დედამიწას;
მაგრამ ჩვენ
მაინც ყელის
წევით
მუხლმოდრეკილნი
გამოვსთხოვდით
ხოლმე
საზრდოს
ჩვენის
საყვარელის
შვილისათვის.
მი გულისთვის
დღე და ღამე
გასწორებული
გვქონდა.
საზრდო არ
დავაკლოთ,
ვეცადოთ, -
ერთმანთს ამ
სიტყვებით
ვამხნევებდით.
დაისვენე,
დედამიწავ,
დაისვენე.
ჩვენ ახლა შენ
არ
შეგაწუხებთ.
ვისთვისაც
გეფერებოდით
და
გეხვეწებოდით,
ის აღარა
გვყავს,
ჩვენცა
ვხმებით,
ხმელსა და
მკვდარს
საზრდო რად
უნდა? კაცმა,
შეუბრალებელმა
ადამიანმა,
მოგვიკლა
გული,
მოგვიკლა
შვილი და
დაგვტოვა
თვალცრემლიანი.
ადგა, ცულით
დაუწყო ჭრა;
იმას არ
ესმოდა ჩვენი
და ჩვენის
შვილის
კვნესა. ცულს
რომ გვცემენ,
ჩვენ კვნესით
და თქვენ კი,
კაცნი, ამას
“რაკუნს”
ეძახით.
გადმოგვდის
სისხლი და
თქვენ ჩვენს
სისხლს “ხის
წვენს”
უწოდებთ...
განა რომ ხელს
არ
გამოვიღებთ,
თავ-პირს
არავის
ვაკაწრით, არა
ვლანძღავთ,
წარსულს არ
მივდევთ და
მოსულს
მრისხანე
სახით არ
ვუხვდებით,
იმიტომ
არაფერსა
ვგრძნობთ?!
“მუხას ვჭრიო”,-
კაცი თავსი
ამხანაგს
ეძახდა,
ვითომდა
არაფერიო. იგი
ვერა
ჰხედავდა, რომ
ჩვენ მაშინ
ჩუმად მიწაში
ცრემლსა
ვღვრიდით, რომ
ჩვენმა
ცოდვა-ბრალმა
დედამიწაც
აატირა:
“საწყლებოვო, -
ბუზღუნებდა
ისიც, რისთვის,
ვისთვის
იწვალეთ, ან მე
ვისთვის
ვწვალობ, ვინ
არის
მადლობის
მთქმელიო!..”
თუმცა
დედამიწა
ამას ამბობდა,
მაგრამ იმავე
დროს წინ
წამოწვდილს,
შორიდან
წამოზრდილს
წიფლის, არყის
და ვერხვის
ფესვებს
უდებდა
საგზალს...
უარს ვერავის
ეტყვის ეს
ღვთისაგან
კურთხეული.
ყველას დედაა,
ყველასთვის
ის ზრუნავს,
ყველა იმის
ზურგსა
ჰკიდია.
იკურთხოს
შენი ძუძუ,
ჩვენო დედავ,
ჩვენო
გამზრდელო,
ჩვენო ძუძუს
მაწოვებელო!
მაგრამ
რა ჰქნას
საბრალომ?
ამასაც ბედმა
უმტყუნა.
გუშინ და დღეს
ჩვენ ბევრი
ვიტირეთ,
გვენანება იმ
ადგილის
განშორება,
საცა
დავიბადენით,
აღვიზარდენით,
სადაც
სიცოცხლე
ვიგრძენით.
ვინ იცის, რა
მოგველის?!
დღითიდღე
ჩვენი ბინა
ინგრევა,
იშლება, ფლატე
კეთდება და
ჩვენ
უსახურავონი
ვრჩებით,
ტიტველნი და
მშიერნი.
ბოლოს
მოვწყდებით
და წავალთ
თავქვე,
ჩავეშვებით
უღრანს ხევში.
ვინ იცის, იქ
რა მოგველის?
ვინ იცის, იქ
რა ნიადაგი
დაგვიხვდება?
დავიხოცებით
სრულიად, თუ
კიდევ მიწა
დაგვფარავს
დაგაგვიჩენს
საზრდოს?! ვინ
იცის, იქნება
გიჟმაჟმა
მდინარემ
გაგვრიყოს
სადმე
უდაბურს
ადგილას და
მწვავე მზის
სხივებმა
დაგვაჭკნოს,
გაგვახმოს,
გააქროს
ჩვენი
ხსენება!
ღმერთო,
ნუ
დაგვკარგავ!
ბედო, ნუ
გვიმტყუნებ,
დედამიწავ,
კიდევ
გაგვიჩინე
ბინა!
სიცოცხლე და
შრომა
გვწყურია.
გვინდა კიდევ
ვიშრომოთ,
ეგები კიდევ
გავზარდოთ
ჩვენს
ფესვებზე
შვილი, ეგები
კიდევ
ვიგრძნოთ
სიხარული.
ბუნების
ძალნო,
შეიწყნარეთ
საბრალო
ფესვების
მუდარა.
(1893წ.)