გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით
მდაბიო
ხალხი თუმცა
მდაბიოა,
მაგრამ
იმასაც
თავისი
საკუთარი
შეხედულება
აქვს
მსოფლიოზე.
ხალხი, როგორც
კრებული
გონიერ
არსებათა,
ეძებს მიზეზს
ყოველგვარ
ამბისას,
რასაც კი
იმისი თვალი
და ყური
სწვდება.
ყოველ
ამგვარს
ამბავს
თავისებურად
გაიგებს,
თავისებურს
მიზეზს
უპოვნის.
მდაბიო
ხალხის
ბევრჯელ
შემცდარი
გამოდგება
ხოლმე, მაგრამ
ხშირად კი
მართალი და
უტყუარია,
ტყუილად არ
არის
ნათქვამი
“ხმა ღვთისა
და ხმა ერისაო”.
იმისი
შეხედულება
უფრო იქ არის
უტყუარი,
სადაც ხალხის
გონებას არა
აძალადებს რა,
არა
აჩრდილებს რა.
მაინც ყოველს
შემთხვევაში,
ღირსსაცოდნელია
მდაბიო
ხალხის
აზროვნება,
იმისი
იდეალები და
თვით იმისი
არსება.
ხალხის აზრი, ცხოვრება,
იმისი
წადილი და
იდეალი
გამოიხატება
იმის
პოეზიაში,
ზღაპრებში და
სხვ.
ძველისძველი
ცხოვრება
როგორც ვიცით,
მუშტზე,
ძალაზე იყო
დაფუძნებული.
ერთი თემი
მეორეს
არბევდა,
სტყვევნიდა,
იმონებდა,
მხოლოდ
იმიტომ, რომ
ერეოდა,
ვაჟკაცობას,
გულადობასა
და მკლავს
დიდი სახელი,
აბრუ და
პატივისცემა
ჰქონდა მაშინ.
თემსაც
ძვირად
უღირდა
ვაჟკაცი,
გმირი
ხდებოდა
საგნად
ლექსისა,
ზეპირგადმოცემისა.
გმირის ამბით
სულდგმულობდა
ხალხი, იგი იყო
იმისი ნუგეში,
ხალხი მუდამ
თვალყურს
ადევნებდა
გმირს,
აკვირდებოდა,
სწავლობა
იმის
განსხვავებულს
ზნეხასიათს,
ფანტაზიითაც
უმატებდა
გმირს თავის
გემოვნებისამებრ
ზნეობრივსა
და ფიზიკურ
თვისებას,
რათა უფრო
მოსაწონი
გაეხადა იგი
ყოველმხრივ.
ფშავლების
პოეზია უფრო
გმირულის
ხასიათისაა,
განსაკუთრებით
ძველის დროის
ლექსები. ეს
ადვილად
გასაგებია
იმისთვის,
ვისაც კი
უსწავლია
ძველი,
წარსული დრო
საქართველოსი
საზოგადოდ და
მთიელის
ქართველებისა
კერძოდ. ძველი
დრო, როგორც
ზევითაცა
ვსთქვით, იყო
დრო
გმირობისა და
ვაჟკაცობისა.
საგმირო
საქმეებით
სავსე იყო
ძველი
ცხოვრება, მაშ
რაზე ემღერა
ხალხს, თუ არ
გმირობაზე?
ვაჟკაცობა
იყო მაშინ
პირველი, თავი
და თავი
ღირსება
კაცისა. სხვა
გზით, თუ არ
ვაჟკაცობითა
და ვაჟკაცის
გმირობის
წყალობით,
თემს ერთი დღე
სიცოცხლეც არ
შეეძლო, იგი
უნდა
შემუსრვილიყო
და
გაწყალებულიყო.
ფშავლის
საიდეალო
გმირი
განსაკუთრებული
ფშაური
გმირია
ვაჟკაცსა
გული რკინისა,
აბჯარნი
უნდან ხისანი,
თვალნი
ქორებულ
მხედავნი,
ზედ
მუხნი
შავარდნისანი.
გმირი
ფშაურს
ლექსებში “ვაჟკაცად”,
“კაი ყმად”
იხსენიება;
იგი თემიდამ
გამოდის, თემს
ემსახურება,
იმის
გულისათვის
იბრძვის.
გმირის
მაღალი
ზენობა და
საგმირო
საქმენი
თემს
ემსახურება,
იმის
გულისათვის
იბრძვის.
გმირის
მაღალი
ზნეობა და
საგმირო
საქმენი თემს
დატრიალებს
თავზედ. გმირი
გარეგნობით
არა ჰგავს
მზესა და
მთვარეს. იგი
თავისებურად
არის ლამაზი: “სვილისფერია”,
“შავგვრემანი”.
“ქალისპირა”
ვაჟკაცი
გმირად არ
გამოდგება,
ფშავლის
აზრით, იგი
მხდალია.
-
დათვო, სთქვი
შენსა
რჯულზედა,
ვინ
უფრო
გეომებოდა?
-
ვაჟაის
სვილის ფერაი
ტოტ
და ტოტ
მეომებოდა;
ვაჟაი
ქალისპირაი
გორისპირთ
ეფარებოდა.
დიაღ,
ქალისპირა,
ქალივით
თეთრი და
ლამაზი,
კოხტა-პრანჭია
ვაჟკაცი
გმირად არ
ვარგა,
ვაჟკაცობას
ვერ გასწევს.
გმირისთვის
გარეგანი
სამკაული,
ფშავლის
აზრით, ფუჭია,
საქმე
შინაგანი
ღირსებაა.
გმირი ამიტომ
იარაღის
საზიკებს –
ოქრო-ვერცხლს
არ მიჰხედავს
ტანზე
სატარებლად.
ხშირად გმირს
ლექსში
ვხედავთ, რომ
თხის ტყავ
აცვია.
“თხისტყავიანი”
გმირის
ეპიტეტია,
როგორც
“ლურჯა” იმის
ცხენისა.
გმირი
ცბიერობას არ
მისდევს,
აუქჩარებელია,
პირდაპირი,
ნამუსიანი.
გმირი,
ფშავლის
აზრით, ქალის
სიყვარულს არ
უნდა
გაეტაცებინოს;
მექალთანეობა
დამამცირებალია
ვაჟკაცისა.
იგი მდედრს
პლატონის
თვალით
უცქერს,
ყველასი ძმაა
და ყველანი
იმისი დები
არიან, ვინც კი
გმირის
თემისაა და
ვისაც კი
ფშავლობა
ეთქმის. სოფ.
ახადს თავს
ესხმიან
ქისტები. ციხე
აიღეს და
წაიყვანეს
ტყვედ
მშვენიერი
ქალი,
რომელსაც
იმდენი
სამკაული
აქვს ყელსა და
გულმკერდზე,
რომ ქალს
უძნელდება
მისი ტარება:
“ყელი
ჩამააქვს
მძივსაო”,
შეჰხვდებით
ლექსში. ეს
ამბავი
გმირმა
გიგლიამ
შეიტყო და
გამოუდგა
მეკოპართ.
თუმცა ქალის
მამასთან
მტრობა აქვს,
მაგრამ
ვაჟკაცური
გული
გიგლიასი,
დამყარებული
საზოგადოდ
თემის
სიყვარულზედ,
აენთო. გიგლია
გზაში
მეკობრეებს
წინ უხვდება.
შამაჰხვდა
თხისტყავიანი
(გიგლია)
ამბავი
ჰკითხა
წარზედა (დინჯად)
-
ე ქალ საითღა
მოგყავისთ
ცრემლ
რო ჩამასდის
თვალზედა?
-
ე ქალ საითღა
მოგყავის
შატილს
ჩამოვსომთ
ჯარზედა.
შვიდმ
ქისტმა, ერთმა
ფშაველმა
ხელი
გაიკრეს
ხმალზედა.
გმირი
შვიდსავე
ჰკლავს,
მოსჭრის
მარჯვენეებს,
იარაღს
აჰყრის და
ქალს აძლევს
შინ
წასაღებად,
საჩუქრად.
შამაურბინა
ფშაველმა,
შვიდსავ
თავ მასჭრა
წამზედა.
შვიდსავ
მარჯვენა
ააჭრა
ერთის
ამლათის (წუთი)
ხანზედა,
შვიდსავ
ფრანგულებ
შამაჰხსნა,
სრულ
ქალს დაჰკიდა
ტანზედა.
ქალ
უკვენ
გამააბრუნა:
-
მშვიდობით,
დაო, გზაზედა,
ჩემს
ნაქნარს
სახელს ნუ
იტყვი,
ვიყვნოდეთ
და-ძმობაზედა.
გიგლია
როდი
სარგებლობს
შემთხვევით,
ქალს დობას
ეუბნება და
იქამდე
დიდსულოვანია,
რომ არც კი
უნდა
გააგებინოს
ვისმე, თუ იმან
სასახელო
საქმე ჰქნა და
ვაჟკაცობა
გამოიჩინა.
გიგლიას
შვიდის
ქისტის
მოკვლა არ
უკვირს და არც
სხვა უნდა
გააკვირვოს
ამით. კიდევ
რომ დაიწყოს
კვეხნა, ამით
უფრო
დაამცირებს
თავის თავს,
აბრუს
გაიტეხს,
რადგან გმირს
არ შეჰშვენის
კვეხნა და
ტრაბახი.
ღვინო
კი მათრობელი
სჯობს,
ძაღლი
თეოზე
მყეფარი;
ვაჟკაცი
დინჯი სჯობია,
რო
გაჭირდება –
მჭეხარი.
ჩალად
არა ღირს
ვაჟკაცი
დიაცთ
მიმყოლი,
მკვეხარი.
ვაჟკაცს,
ფშავლის
წარმოდგენით,
სიდარბაისლე
უხდება. გმირი
თავს არ უნდა
იმსუბუქებდეს
და თავისს
ვაჟკაცობას
ჭკვიანურად
უნდა
ხმარობდეს.
გმირმა
თავისი
ძალ-ღონე
წარამარა
საქმეს არ
უნდა შეალიოს,
უბრალოდ არ
დახარჯოს, არ
დაახურდავოს.
დიდი, საგმირო
საქმე
როდესაც
გაჩნდება,
მაშინ უნდა
იკრას ხმალზე
ხელი.
მთას
ვიყავ, ცივი
წყარო ვსვი,
ბარად
ჩამოვედ –
მაჭარი...
ძვირად
გაგყიდი
სიყმეო,
თუ
ამიჩნდება
ვაჭარი!
გმირმა ისეთი
საქმისათვის
უნდა მოიკლას
თავი, რომ
ჰღირდეს
სიკვდილად და
სახელად. ეს
საგმირო,
ღირსი თავის
განწირვისა
რაღაა, რა
საგანია?
კი
ყმა ცოლზედ
მოკვდება,
მამულსა
საკუთარზედა.
კაი
ყმა ლაშქარ
მოკვდება,
სწორების
მჯობინობასა,
ცუდაი
– ბოსლის
ყურესა,
ქალებთან
ლოგინობასა.
დიაღ,
გმირი,
ფშავლის
აზრით, თავის
საკუთარს
ნამუსსაც
უფრთხილდება,
თავისის
თემისა და
მამულისასაც.
თემის,
მამულის
გულისათვის
იმას
სჭირდება
ხშირად
ლაშქარს
ყოფნა, აქ
მოელის იმას
სახელოვანი
სიკვდილი, “ცუდამ”,
ლაჩარმა კი
ქალების
ლოგინში უნდა
დალიოს სული,
იქ უნდა
დაბერდეს და
მოკვდეს.
კარგის
ყმის ცოლი
ტიროდა
აღარ
მამივა შინაო (ქმარი);
იცინის
ცუდაის ცოლი,
გამაიქცევა
წინაო.
გმირი
ხშირად
თემსაც
აუხირდება. ეს
მოხდება უფრო
მაშინ,
როდესაც
შეიარაღებული
თემი “დაჯარებული”,
დამსხდარნი
მწკრივად,
ბჭობენ
გალაშქრებაზედ.
სმა-ჭამის,
ქეიფის
დროსაც
თავმომაბეზრებელია
გმირი,
ვაჟკაცი:
პირდაპირ
ეუბნება
ყველას თუ
რასმე ცუდს
შენიშნავს,
გაამწარებს
ქეიფსა და
დროს ტარებას,
მაგრამ ეს
ხასიათი
გმირს უნდა
მიუტევოს
თემმა, რადგან
გმირი ომში,
ბრძოლაში
გამოსადეგია,
მისთვის
პატივსაცემი
და
დასაზოგავი.
კარგს
ყმას არ
იპატიჯებენ,
ჯარს
არ გვიყენებს
ჯარზედა;
იმას
კი აღარ
ჰფიქრობენ,
გაჭირდეს,
გამოგვადგება.
გმირს,
რამდენადაც
ომში
გულადობა,
იმდენად
თავის თემში
თავმდაბლობა
და მოთმინება
უხდება. აი,
სახალხო
გმირი
როსტომი რას
ამბობს თავის
თავზე, როგორ
ესმის
გმირობა:
როსტომ
სთქვა: “გმირი
მეც ვიყავ,
ჯირითი
შემოვისრიე:
სოფელში
ამაყობასა
ისევ
დათმობა
ვირჩიე”.
თუმცა
კარგად ვიცით,
რომ ქალის
სიყვარული
გმირს
გმირობას არ
უშლის, არამედ
უმატებს
კიდეც
მხნეობასა და
სიმამაცეს,
მაგრამ ხალხი
დიაცის
მიყოლას
უშლის გმირს,
როგორც მის
ღირსების
დამამცირებელს
საქმეს.
ამგვარს
შეხედულობას
ხალხისას
საკუთარი
მიზეზი აქვს,
რომელიც სულ
სხვა
სათავიდამ
მომდინარეობს.
ვგონებ, რომ
ფშავლის
რომანტიული
ბუნება
ქრისტიანულს
ელემენტს
დაუძლევია.
გმირი ერთსა
და იმავე დროს
მტრის
სისხლის
მქცეველიც
არის და
წმინდანიც,
როგორც
მფარველი
თავის
თემისა. რაკი
იგი მადლის
მომქმედია,
ბევრს
სიკეთესა და
მადლსა
სთესავს
ქვეყანაზე;
როგორც
ვაჟკაცი,
წმინდანი,
თავის
სიწმინდისა
და
ვაჟკაცობის
დასაგვირგვინებლად
ქალებსაც
უნდა ერიდოს.
ამ
ხალხისაგან
მიღებულს
აზრის
მიზეზად, რომ
გმირი არ უნდა
იყოს
მექალთანეო,
ჩასათვლელია
მოსეს
ღაღადება, არა
იმრუშო და
შემდეგ
შევსებული
იესო
ქრისტესაგან:
მრუშის
თვალითაც არ
უნდა
შეჰხედოთ
დედაკაცსაო.
ამასთან
ერთად არ
შეიძლება არ
იფიქროთ, რომ
ამ ბერულს
შეხედულებას
სიყვარულზე
სოციალური
ფაქტი არ
ედვას
სარჩულად,
დარღვეულის
მრავალცოლიანობის
ნაშთებზე
გამარჯვებულ
ერთცოლიანობის
ბაიარღი არა
ფრიალებდეს.
ის სულ სხვაა,
ქრისტიანობამ
დასცა
მრავალცოლიანობა
ფშავში, თუ ეს
მოხდა
სოციალურის
გარემოებით,
როგორც არის
მაგ., უცხო
თემის
დედაკაცების
მოტაცება
ტყვედ და
დასაკუთრება.
ვსთქვათ,
სოციალურ
გარემოებათა
წყალობით
მოხდა
მრავალცოლიანობის
მოსპობა,
ქრისტიანობაც,
თავის მხრივ,
გაუმაგრებდა
ფესვებს ამ
ახალს ფორმას
და
უკიდურებამდინაც
ადვილად
მიიყვანდა.
ერთი
უკიდურობა –
მრავალცოლიანობა
გამოიწვევდა
მეორე
უკიდურობას –
უარყოფას
სიყვარულისას,
ცოლ-შვილობისას,
მით უმეტეს
გმირის, ამ
მაღალის
არსების
შესახებ...
ფაქტი მაინც
ფაქტად რჩება.
დედაკაცის
ჭკუას არ უნდა
აჰყვეს გმირი,
კეთილი
არაფერი
გამოვა
დედაკაცის
ჭკუიდამაო. ამ
შეხედულების
მიზეზი
დედაკაცზე
მისი
საზოგადოებრივი
მდგომარეობაც
კია: დედაკაცი
ფშავში
დამონავებულია
მამაკაცისაგან
და წინად უფრო
უარეს
მდგომარეობაში
იქნებოდა
ჩავარდნილი.
გმირს
საკუთარი
მსჯელობა
უნდა ჰქონდეს
და დედაკაცის
ჭკუას არ
აჰყვეს.
როსტომ
სთქვა: “ჭკვა
დიაცისა
არც
მამწონ, არც
მეკეთება;
ვაჟკაცს
დიაცის
მიმყოლსა
სამარეც
დაეკვეთება”.
გმირი
იმდენად
თავის
თავისთვის არ
ცოცხლობს და
იმდენს არ
აკეთებს,
რამდენსაც
თემისთვის,
მაგრამ ამ
სამსახურისათვის
სახელის მეტი
არაფერი
ჰრჩება.
მხოლოდ
ხატობის დროს
ხევისბერი
განსაკუთრებულ
დიდის თასით
გმირს
საკარგყმოს (კაი
ყმა) ასმევს.
გმირი ხდება
საგნად
ქება-დიდებისა
ლექსებში.
სიკვდილს
შემდეგ მთელი
თემი
ჰგლოვობს,
ხატობის დროს
ოფიციალურად
ისმის გმირის
შესანდობარი.
ჯერ
ხევისბერი
იტყვის და
მერე დიდი და
პატარა
მოაყოლებს
შესანდობარს.
დიაღ, გმირი
მსხვერპლია
სოფლისა:
სხვას აძღობს,
თითონ
მშიერია,
სხვის
სიცოცხლისათვის
მებრძოლი
თითონ
სიკვდილს
ეძლევა პირში.
აი ლექსი,
რომელსაც
საფუძვლად
კერძო ამბავი
აქვს, მაგრამ
საზოგადო
აზრი კი ისაა,
რომ გმირი
თავისის
თანამოძმისათვის
თავს დასდებს:
რაად
კარგია კაი
ყმა,
რაის
კარგისა
მქნელია?
წავალის
მოჰკლავს
ნადირსა,
ჭალაში
მწვადის
მწველია,
დააძღებს
ამხანაგებსა,
თავად
მშიერა
მგელია.
დიაღ,
გმირი სხვას
აძღობს,
სხვისთვის
იბრძვის
თავგანწირული
და თითონ კი
“მშიერა
მგელია”
1889 წ.