სად არის პოეზია?
სად
არის პოეზია?
აი
საკითხავი,
რომელზედაც
მე ჩემს
თავსვე უნდა
მივცე პასუხი.
თქვენ,
მკითხველო,
ნება გაქვთ
თქვენებურად
გესმოდეთ
პოეზია. ხოლო
მე კი ნუ
დამძრახავთ
იმისათვის,
ჩემი აზრი
თქვენისა
წინააღმდეგი
რომ გამოდგეს.
რა ვუყოთ? ზოგს
მღვდელი
მოსწონს, ზოგს
მღვდლის ცოლი.
არ არსი
ადვილი ამისი
გარჩევა, ამ
საგნის
ყოველმხრივ
გამოკვლევა,
მაგრამ
ჩვენის
შეძლების
დამგვარად
მაინც უნდა
შევიძლოთ.
სირცხვილიც
არის, კაცი
ხატს
ემსახურებოდეს
და მისი ძალა
და ვითარება
არ იცოდეს, არ
ესმოდეს: კაცი
მგოსნობდეს
და თავისი
სამგოსნო
საგანი,
პოეზია არ
ჰქონდეს
შეგნებული...
თუმც კი
ხშირად ისეცა
ხდება, უფრო
მდაბიო ერში,
რომ მოლექსე
პოეტურს
ლექსსა
სთხზავს და
პოეზიის
სწავლა-მოძღვრებისა
კი ინჩიც არ
იცის, იმას
მხოლოდ სუნი,
ალღო
ამოქმედებს.
მე მდაბიო
კაცზე არცა ას
ვამბობ: იმას
ეპატიება
კიდეც, მაგრამ
ინტელიგენტს
მგოსანს არ
უნდა ვაპატიო
ეს უცოდრობა.
ამ
თავითვე
მინდა
გამოგიტყდეთ,
არც ერთი
კრიტიკოსის
თეორით არ
გახლავართ
შებოჭილი, -
კიდევაც რომ
ვიცოდე ამ
თეორიებისა,
ამჟამად, ამ
წერილის დროს,
ყველა ისინი
თავიდან
მოშორებული
მაქვს. ეს
იქნება
თქვენც
შეამჩნიოთ ამ
წერილს. მე
მხოლოდ ჩემი
საკუთარი
დაკვირვება
უნდა
გაგიზიაროთ.
იქნება
უხეირო,
უმარილო,
უმადლოც
გამოდგეს იგი;
არ ავხირდები
და არ
ვიტყვი,უსათუოდ
ბაჯაღლო ოქრო
იქნება მეთქი.
ჩემი
საკუთარი
დაკვირვება
ხომ მაინც
იქნება,
ამიტომ მაინც
დავაკმაყოფილებ
ჩემს
თავმოყვარეობას.
როცა
რომელსამე
ლიტერატურულ
ნაწარმოებს
ვკითხულობთ
რამდენიმე
კაცი ერთად,
ვსთქვათ
ექვსნი,
ამათგანმა
შეიძლება,
შეიძლება
ხუთმა
დაიწუნოს და
სთქვას: “სად
არის აქ
პოეზიაო?”,
ხოლო ერთმა
დაიჟინოს – “მშვენიერებააო”.
წინააღმდეგიც
შეიძლება
მოხდეს: ერთის
დაწუნებული
ხუთმა
მოიწონოს, ან
ექვსი შუაზე
გაიყოს. ერთის
სიტყვით %-ის
გამოანგარიშება
ძნელია. უნდა
მხოლოდ ისა
ვსთქვათ, რომ
ყველა
მათგანი,
დამწუნებელი
და
მომწონებელიც,
ვიდრე რაიმე
საპოეზიო
თეორიას
მოიგონებდეს
და მის
თანახმად
ასწონდეს
თხზულებას,
საკუთარი
გემოვნებით,
სუნით, ალღოთო
ხელმძღვანელობს.
რუსეთის
მგოსანს
ნეკრასოვს
დღესაც ჰყავს
რამდენიმე
თაყვანისმცემელი,
რამდენი
საუკეთესო
რუსეთის
ჟურნალები
აქებ-ადიდებდენ
მას, და ამას
წინათ, ხომ
მოგეხსენებათ,
დიდებულმა
რუსმა
მწერალმა
გრაფ
ტოლსტოიმ იგი
ყოვლად
“უნიჭო
პოეტის”
სახელით
მოანთლა;
იგივე დღე
დააწია
პოლონსკის,
ფეტს და
“ოტეჩესტვენი
ზაპისკების”
საყვარელ
მოლექსეს,
ნადსონს.
მაშასადამე
აქ რაღაც
საიდუმლოება
იმალება,
რომელიც უნდა
გავქექოთ,
გავარჩიოთ,
გავცხრილოთ.
გრაფ ტოლსტოი
მართლა
ტრედაიკოვსკი
კი არ არის,
რომ მისი
სიტყვა ერთ
ყურში
შევუშვათ და
მეორეში
გავიცილოთ:
მისი სახელი
უფრო დიდია,
მის დიდებულ
ნიჭს
მტერ-მოყვარენიც
კი ვერ
უარჰყოფენ და
მაშასადამე,
მის აზრს,
შეხედულებას
ამა თუ იმ
მწერალზე
უნდა
დავუკვირდეთ.,
უნდა გულში
ჩავიჭდოთ და
ზემორე
მოყვანილ
მაგალითსაც
ისე შევხედოთ...
გულდასმით
მოვეპყრათ. ეს
თავისთვინ
იყოს, -ჩვენში
რამდენი
განათლებული
გვყავ იმ
აზრის
მქადაგებელი,
პოეზიამ დღ
ე მოჭამა, მას
მომავალ
კაცობრიობის
ცხოვრებაში
ადგილი აღარ
ექნებაო, მის
ადგილს
მეცნიერება
დაიჭერსო. ამ
აბდაუბდა-გადასკუპებას,
ნუ
დაივიწყებთ,
განათლებული
კაი ამბობს.
სირეგვნე და
სისულელე
მეტიღა
იქნება?! ამ
მოძღვრების
მიმდევარ
კაცს, თქვენვე
იფიქრეთ, რა
დაფასება
უნდა შაეძლოს
ლიტერატურული
ნაწარმოებისა,
სით რას
გაიგებს
პოეზიის
თავსა და
ბოლოს,
როდესაც არ
იცის მისი
საფუძველი,
მისი ვინაობა,
მის სისხლი და
ხორცი, მის
დამოკიდებულება
ადამიანის
ბუნებასთან.
ეკითხეთ,
რა საფუძველი
აქვს
ამისთანა
მსჯელობისა?
ეკითხეთ კი
არა, უნდა
დაჰნაძლევდეთ
და როგორ, ჯერ
უნად ჰკითხოთ,
მდაბიოდ რაში
გამოიხატება
ყოველივე
ადამიანის
პოეტური
მხარე? ისე
რეგვენი
როგორ უნდა
იყოს, არ
გიპასუხოსთ,
რომ ყოველივე
მოძრაობა
ადამიანის
სულისა –
სიმხიარულე
და მწუხარება,
გამომხატველია
ადამიანის
სულის
პოეტური
თვისებისა. თუ
ამაში
დაითანხმეთ,
მოგებული
ხართ და თუ არა
და სულ ხელი
აიღეთ და
მოშრდით ისე,
როგორც მე ვარ
მოშორებული
და
დაშორებული
იმათზე და
არცა მაქვს
აზრად ამ
ჩემის
წერილით
ამისთანა
მეცნიერების
უმეცრებას
რაიმე წამალი
დავდო. განა
ეწამლება რამ
ამისთანა
ადამიანს,
რომელიც
მომავალს
კაცობრიობას
დღესვე
სამარეს
უთხრის,
უმზადებს?
მთელი
კაცობრიობა
უსულო საგნად,
ხედა და ქვად
უნდა
გარდაქმნას,
არც სიმწარე
აგრძნობინოს
სიცოცხლისა
და არც სიტკბო?
მართლაც, რა
უბრალო
იქნებოდა
კაცობრიობა
და მისი
ცხოვრება ამ
დედამიწის
ზურგზე, რომ
გამოთაყვანებული
თეორიების
მთხზველების
გეგმაზე
მიმდინარეობზეს?!
მაგრამ
არა. ბუნებას
და ცხოვრებას
თავის
საკუთარი
წესი აქვს და
ჩვენი
თეორიები მას
ვერ შეუშლიან
არჩეულ გზაზე
სვლას. განა
მთელს
კაცობრიობას
კი ძალუძს,
ერთს ან ოცს
ადამიანს არ
ვიტყვი, თუნდა
ზაფხული
ზამთრად
გარდაქმნან
ან ზამთარი
ზაფხულად?
მზისა და
მთვარი
ჩასვლა-ამოსვლის
ვადა
შესცვლის
თავის
სურვილისამებრ?
იქნება ეს კი
შეიძლოს
ოდესმე
კაცობრიობამ,
მაგრამ თავსი
ცოცხალის
თავით ყოვლად
შეუძლებელია
მან გრძნობა
დაკარგოს
სიყვარულისა
და
სიძულვილისა,
ჰყოს უარი
სიცოცხლეს,
ცხოვრებას.
თავი და ბოლო
პოეზიისაც
სწორედ აქ
არის.
შეიძლება
გან ცოცხალმა
ადამიანმა არ
იტიროს, არ
იცინოს, ან არ
იმღეროს?
მდაბიოდ რომ
ვსთქვათ,
პოეზიაც აქ
არის,
ვინაიდგან
ყოველივე ეს
სულიერი
მოძრაობა, თუ
შეიძლება ასე
ითქვას,
გრძნობაზეს
დამოკიდებული.
ან როგორ
იმოძრაოს
ადამიანებმა
უგრძნობელად?
– მე
ვეღარაფერს
ვიტყვი, თქვენ
თითონ
განსაჯეთ.
ასეა, რას
იზამს კაცი,
როცა
ჩიტირეკია
მეცნიერებთანა
აქვს საქმე,
დიაღ, სწორედ
ჩიტირეკიებთან
და მასთან
ჯიუტებთან,
რომელნიც
ორჯელ
ორზედაც.
თავისთავად
დასამძიმებლად
და თავიანთ –
ვითომდა
მეტისმეტ
მეცნიერობის
–
დასამკვიდრებლად
უბირის
ხალხის შორის
– აიხირებენ,
ექვსია და არა
ოთხიო...
ბოდიშს
ვითხოვ
მკითხველთან,
რომ
ამუცოდინარ
მეცნიერებზე
საუბრით
გავაბანდე
მისი
ყურადღება და
არჩეულ
საგანზე
გვიან ვიწყებ
საუბარს.
II
სად
არის, ან რა
არის პოეზია?
აი ჩვენი
მსჯელობის
საგანი... არის
უცვლელი
კანონი
ბუნებისა,
არის მასში
თავისებურ
ჰარმონია.
ბუნებას
თავისი
კანონი აქვს
კაცთა
ცხოვრებისათვის
დამყარებული,
რომელიც არის
დამოკიდჟებული
სხვადასხვა
პირობაზე,
მიზეზზე; იგი
ბუნებამ
შექმნა.
სხვადასხვა
ჯიშისა და
გვარის არა
მარტო
ცხოველნი და
მცენარენი,
არამედ თვით
ერთისა და
იმავე ჯიშისა
და მოდგმის
ცხოველები
განსხვავდებიან
ერთიმეორისაგან.
მთელი
კაცობრიობა,
ჩვენის
პლანეტის
მცხოვრებნი,
რამდენიმე
მოდგმად
განიყოფებიან,
ხოლო
მოდგმანი –
ერებად.
ყოველივე ერი
შესდგება
ადამიანებისაგან,
რომელნიც
განირჩევიან
ისევ
ერთი-ერთმანეთისაგან
სახიერებით,
გონებრივი და
სულიერი
თვისებით.
საერთო
თვისებაც
სუფევს მათ
შორის, და არა
მარტო ერთი
ერის
ინდივიდებში,
არამედ
მთელის
ხმელეთის
მცხოვრებთაც
შეგვიძლიან
უპოვოთ
საერთო რამ, აი
თუნდ,
მაგლითად,
სიყვარული
სიცოცხლისა
და მწუხარება
სიკვდილისა
გამო., გრძნობა
სიყვარულისა
და
სიძულვილისა!
ბუნება ყველა
ადამიანს
ერთნაირად არ
გვიყვარს,
ხოლო მისი
მოძულე
ძვირად
მოიპოვება
ადმიანთა
წრეში. თვით
ბუნებასთან
მებრძოლი
მიწის მუშა,
ბევრნაირად
მისგან
შეშინებული
და დაჩაგრული,
დაქანცულ-დაღალულნი,
სიამოვნებით
გადაავლებს
თვალს ახლად
ამოსულს იას,
გაბზინებულს
ტყეს –
უხარიან, რომ
ზაფხული
მოდის. შვების
მიმცემია
ნივთიერად –
გრძნობა
ცხოველური,
მაგრამ
იდეალური
მისწრაფებაც
არის აქ
დართული,
უყვარს და
მოსწონს
რადღაც ეს
ველური
ყვავილი, - იგი
არსაჭმელია,
არც სასმელი,
თუნდ
სასიამოვნო
სუნი არ
ჰქონდეს, ჩვენ
მაინც მოგწონ
იგი, თვალს
უყვარს, გულს
ესიამოვნება
მისი ნაზვა,
ცქერა, ხოლო
განვითარებულს
აზრიანს კაცს
იგი სხვა
ბევრს რასმე
მოაგონებს
იმისდა
მიხედვით,
რამდენადაც
იდეალისტია
კაცი,
რამდენად
სულიერად
მდიდარია იგი.
ნუთუ
ია ბუჭქებითა
და ეკლებით
დაჩრდილული
არ
მოგვაგონებს
დაჩაგრულს
სიმართლეს? ეს
მცენარე
კაცთაგან
არავის
დაურგავ, აც
მოურწყავ და
ისე არ
მოუყვანია:
მას ბუნება
ზრდის, იგია
მხოლოდ მის
მშობელი დედა;
მზე ათბობს –ეს
ლალაა, მაინც
კი ლამაზია. ამ
ბუნებრივობაშია
ჩამალული
მისი
შვენიერება.
სრულიად
სხვაა მაღალი
მთა თხემით
ცად
მიბჯენილი, ის
ამაყია,
დიდებული,
შეუპოვარი,
მიუკარებელი,
უადრისი,
არავის თავს
არ უყადრებს,
მსოფლიოს
ავ-კარგს (უცქარის),
როგორც
უბრალო რამ
მასხრობას. ეს
თითქოს
მზემაც იცისო,
-წინდაწინ
თავსი
სხივებს
იმასაც
მიაფრქვევს.
უცხოს
ქვეყენაში
რომ მივიდეთ,
ჩვენ, კაცთაც,
ასე ვიცით:
წინდაწინ
იმის
სანახავად
წავალთ ვინც
ამ ქვეყანაში
გვეგულება და
გვიყვარს,
მზეც ყოვლისა
უწინარეს
მთას
ესტუმრება
სადარბაზოდ,
რადგან მთა
ყველაზე
მაღალია,
ყველაზე
დიდებული,
რასაც კი ლიბო
უდგა
დედამიწის
ზურგზე.
მეწყერის
დროს დიდი და
პატარა
მირბის
აღვარებულის
მდინარის
სანახავად,
ხოლო თუ
გასვლა
გვინდა
ამისთანა
მდინარეზე,
მაშინ კი
გვეწუნება,
ვწყევლით მას,
ვუჩივით.
გარეშე
ბუნებისა და
ადამიანთა
ცხოვრებისა
არ არის
პოეზია: ვისაც
კარგად ესმის
ბუნება და
ცხოვრება,
თუნდა
ლექსებს,
დრამებს,
რომანებს არ
სწერდეს.
მაინც პოეტია.
არ შეიცლება
კაცთა
ცხოვრებაში
ისეთი რამ
დავასახელოთ,
რომ მისი
მსგავსი
ბუნებაში არ
მოიპოვებოდეს.
ბუნებაში
ვხედავთ
ძლიერების
წარმომადგენელთ:
ლომს, ვეფხვს,
არწივს. ჩვენს
საზოგადოებაშიაც
არიან ისინი,
მხოლოდ
აღმოჩენა
უნდა. ლომის
სურათი ხომ
გვიყვარს და
არა ნაკლებ
მასზე
ლომკაცისა
მოგვწონ, რომ
გამომხატველნია
პირადის
ძლიერებისა.
როგორც კაცთა
საზოგადოება
გვაძლევს
მარტოოდენ
მავნებელს
ადამიანს, -
წევრს,
ეგრეთვე
ბუნება –
სხვადასხვა
გესლიან
ქვეწარმავალთ,
რომელნიც
ჩვენ
გვეზიზღება.
“დედავ,
დედავ”, ტირის
ბავშვი, დედის
მაძებარი, და
განა ყოველი
ჩვილი
სულდგმული
ამასვე არ
მოსთქვამს?!
რაც უნდა
განვითარების
უმაღლეს
მწვერვალს
მიაღწიოს
კაცობრიობის
ცხოვრებამ,
მაინც მასში
უნდა სჩანდეს
ისევ ბუნება
საერთოდ...
ჩვენ
ბუნებაში
ვართ – იგი
ჩვენშია. საით,
როგორ
შეგვიძლიან
იგი თავიდან
ავიშოროთ,
იმას
გავექცნეთ,
დავემალნეთ?!
ცოცხალნიც
მისნი ვართ,
მკვდარნიც.
კაცთა
ცხოვრებას
ჰყავს მუდამ
თავისი
მთვარე,
თავისი მზე,
გარდა იმათი,
რომელნიც
ციდან
დაგვცქერიან.
თანამედროვე
დიდებული
კაცი მხოლოდ
ვარსკვლავია,
ხოლო მზენი და
მთვარენი
წარსულ დროთა
და საუკუნოთა
წყვდიადიდან
გვინათებენ,
ეს დიდებულ
გვამთა
კრებულია.
სიყვარული
ხელად ჰქმნის
ადამიანს,
ამოქმედებს:
ტარიელი
დაეძებს
ნესტანდარეჯანს,
შაჯერებულია
მისგან
ყოველი კუთხე
ქვეყნისა,
არაფერს
ჰზოგავს იგი
ამ
მიზხნისათვის,
თავი აქვს
გადადებული,
ათასნაირ
საშიშროებაში
ვარდება,
თავის თავი,
თავისი
სიცოცხლე
მსხვერპლად
შეუწირია
საყვარელი
საგნისათვის,
მხოლოდ
გარემოება
უწყობს ხელს,
რომ არ კვდება
ტარიელი ამ
სატრფიალო
საგნის
ძიების დროს.
ყველა
დიდებული
ტიპები, რაც კი
შეუქმნიათ
დიდებულ
მგოსანთ,
დიდებულ
მწერალთ,
ყველა იმათ
აქვთ საერთო
ხასიათი –თავდადება,
შეუდრეკელობა,
სიმტკიცე
იმაში, რა
აზრითაც
გამჭვალულან,
რა
გრძნობასაც
შეუპყრია
იმათი არსება.
ისინი ერთსა
და იმავე დროს
თვალხილულნიც
არიან და
ბრმანიც. ამ
პატარა
არსებას –
ადამიანს,
თითქოს მთელი
ბუნება თავის
ვინაობაში
მოუთავსებია...
ნამდვილად
ასეა, დიდება
და სახელი
მწერალს, რომ
ეს
შეუნიშნავს.
თვით ბუნებაც
ასთივეა: იგი
თვალხილულიც
არი და ბრმაც
ერთსა და
იმავე დროს.
ვხედავთ
კარგად,
ბუნებას რომ
თვალები არა
აქვს, არც თავი
აბია და ტვინი
სად ექნება?
მაგრამ მისი
წესი და რიგი,
მისი
სიმტკიცე
აზრისა და
მისწრაფებისა
ჩვენ
გვაოცებს,
გვაკვირვებს.
მისი გონიერი
მოქმედება
ადამიანის
გონიერებას
ბევრით
აღემატება...
ყველა
დიდებული
ადამიანი
თვით ამ
ბუნებას ჰგავ
ღირსებით და
ნაკლით.
აბა
კარგად
დაუკვირდით
ლამანჩელ
აზნაურს
დონ-კიხოტს,
შეადარეთ
თვით
ბუნებასთან,
რამდენს
მსგავსებას
ჰნახავთ მათ
შორის.რა არის
თვით ბუნება,
თუ არა იგივე
დონ-კიხოტი,
რომელიც
თავდაუზოგავად
ჰღელავს,
იბრძვის,
მიისწრაფის
ერთხელ
არჩეულ,
აჩემებულ
გზაზე
თავდაუზოგოვად?
აზრი მაღალი
აქვს, ფიქრი
კეთილი,
მაგრამ
შეცდომაც
ბევრი მოსდის,
უნაკლო არც
იგია.
რამდენადაც
ნიჭიერია
მწერალი,
რამდენადაც
მაღალი და
დიდებულია
მისი გრძნობა,
გონება,
იმდენად
სავსებით
ჰხატავს იგი
ბუნებას
არჩეული
ტიპის მეოხებით.
შექსპირი
იმიტომ არის
დიდებული
ყველა
მგოსანთა
შორის., რომ
ბუნება
სავსებით
გამოჭვირს
ისმის
ნაწერებში. ამ
მზრივ
შეჰხედეთ
საგანს,
ვნახოთ, თუ არ
დამეთანხმოთ.
შეადარეთ
აგრეთვე
ყველა
გენიოსთაგან
შექმნილი
ტიპები.
დააკვირდით,
რამდენი
მსგავსებაა
მათ შორის...
III
ჩვენი
ცხოვრება
სრული
გამომხატველია
ბუნებისა.
ყველა ის, რაც
ბუნებაშია,
დამოკიდებული
ცხოველთა
შორის,
მცენარეთა,
ცისა და
დედამიწის
შორის, წყალსა
და ჰაერთან,
ყველა ეს ჩვენ
კაცთა
შორისაც
ხდება.
როცა
ცა იღრუბლება,
მინამ
ჭექა-ქუხილი
ასტყდება,
ყველ სულიერი
ძალაუნებურად
მწუხარებასა
ჰგრძნობს.
კაცთა
ცხოვრებაშიც
არეულობა,
რევოლუციები,
მწუხარებით
დაწყებულა,
როგორც ცაზე
ჭექა-ქუხილი.
ვინც
ბუნების ავი
და კარგი
შეიგნო, იმას
არ
გაუძნელდება
ცხოვრების
ვითარების
გაგება.
მხოლოდ უნად
მწერალი
უყურებდეს
ცხოვრებას, თუ
შეიძლება ასე
ვთქვათ,
ბუნების
თვალებით.
კაცთაგან
გამოთქმულა
ეს სიბრძნე:
“ისა სჯობ
მამულისადა –
შვილი რო
სჯობდეს
მამასაო”.
გაუკეთესება
ცხოვრებისა
მხოლოდ მაშინ
შეიძლება,
რასაკვირველია,
როცა შვილი
უკეთესი
იქნება
მშობელზე,
მეტს ჭკვას,
მეტს უნარს
გამოიჩენს.
ბუნებაც
ხომ ამავე
სიბრძნეზეა
დაფუძნებული,
ამ სიბრძნით
ხელმძღვანელი;
ასე რომ არ
იყოს, ყურძნის
მაგივრად
კრიკინას
ვჭამდით,
გულაბი-მსხლის
მაგივრად –
პანტას,
ნაცვლად
თურაშაულისა
– მაჟალოს.
“
შინ რო
ბალღებს
გიშიოდეს,
გარეთ
ტაბლას რა
ხელი აქვსო”
ბუნებაც
ამასვე
ბრძანებს და
ასე იქცევა,
უკანვე
მიაქვს, გარეთ
ტაბლას
რა ხელი
აქსო”.
ბუნებაც
ამასვე
ბრძანებს და
ასე იქცევა:
არაფერს
თავის
შრომისას არა
ჰკარგვს
ბეწვის
ტოლასაც კი,
რასაც იძლევა,
უკანვე
მიაქვს, არ
შეგვარჩენს,
არც სხვა
პლანეტებს
უგზავნის,
თავის
საკუთარი
ბალღებისათვის
ეხარბება,
იმათთვისა
ჰზოგავს.
ყველაფერი,
რასაც
ბუნებრივობა
იტყოდა:
სიძულვილი თუ
სიყვარული,
შური, მტრობა,
სიმამაცე და
სიმხდალე,
ქველობა თუ
სიძუნწე და
სხვ. და სხვ., იქ
უსათუოდ
პოეზიაა.
ყველაფერს
თავის
გასამართლებელი
საბუთი აქვს,
მიზეზი,
გარემოება.
მწერალს ეს
მუდამ უნდა
ახსოვდეს, რომ
ბუნებრივს
კანონს არ
უმტყუვნოს.
წესიერება
ბუნებისა
დაიცვას – ისე
უნდა
გადმოგვცეს
სურათი, რომ
არა ვსთქვათ –
ეს ყოვლად
შეუძლებელია,
ეს ბუნების
წინააღმდეგიაო...
ყველა ვნებას,
ყველა
გრძნობას
თავისი
ბუნება აქვს,
თავისი
აგებულება,
საათი
დაბადებისა,
ხანა
სიყრმისა,
სიჭაბუკისა
და
სიკვდილისა, -
ყველა ეს
მხედველობაში
უნდა
მხედველობაში
ვიქონიოთ.
იმიტომ არიან
უკვდავნი
ქმნილებანი
უკვდავთა
ავტორთა, რომ
ამ წესს არა
ჰღალატობენ
იმ
ნაწარმოებთა
მთზველნი.
რა
იქნებოდა “ვეფხისტყაოსანი”,
ტარიელი რომ
არა ტიროდეს
კი
ნეტარებისათვის,
არ იღვწოდეს
კი მის
საპოვნელად,
არ აგდებდეს
თავს ხიფათში,
არამედ იჯდეს
სრა-სასახლეში
და დროებას
ატარებდეს,
თან ამბობდეს
დაარხეინებული
გულით: “ნეტავ,
რო კაცა თქვას,
სად
გადიკარგა
მეფის ასული
დარეჯანიო?”
დაუწყოს
სხვას ვისმე
არშიყობა,
ახლა სხვა
შეუყვარდეს,
ისიც რომ
ქაჯებმა
მოსტაცონ,
იმაზედაც
ერთხელ
დასწავლილი
ფრაზა
განიმეოროს?!
სადღაა მაშინ
მისი
დიდბუნოვნება
და მისი
ბუნების
მსგავსება?
ჩვენ ხომ
ვსთქვით, რომ
ყოველივე
დიდებული
ბუნებასა
ჰგავსო, მისი
ზნე-ხასიათისა
სჭირსო... ან რა
ღირსება და
პატივისცემა
ექნება
ჩვენგან
ავთანდილს და
ფრიდონს, რომ
არ ეშველათ კი
ტარიელისათვის
საყვარლის
ძიებაში,
ნაცვლად ხელი
შაეშალათ და
მისდამი
სიბრალული,
თანაგრძნობა
ან
გამოეჩინათ?!
“ვეფხისტყაოსანში”
ყველაფერი
ბუნებრივია,
მთელი სხეული
და მისი სული
და გული. უწესო,
ბუნების
წინააღმდეგ
იქ არაფერი
მოიპოვება.
იმიტომ
უკვდავია ეს
ნაწარმოები...
ვიდრე
ბუნებაა
თავსი ძალით
მმართველი
კაცთა
სიცოცხლისა,
“ვეფხისტყაოსანიც”
იქნება
ჩვენთვის
გონების
მმართველი...