სცენა მთაში
(ხევსურეთი ცხოვრებიდამ)
განთიადია.
აქა-იქ
როჭუებმა
დაიწყეს
კაკანი.
შორიდამ,
მთის
პირიდამ,
მოდის
შურთხის
სტვენა. ნამი
უხვად
დაღყრია
ბალახს;
დაანმულს
ბალახზედ
საამურად
ისმის
სტვენა
ცელისა
გაღმა-გამოღმიდამ.
მოთიბულის,
დაჭკნარის
ბალახის სუნი
საამოდ
მოსდებია იმ
არემარეს. დერ
მთიბლების “გრგვინვა”,
სიმღერა არ
გახშირებულა,
ძვლები არ
გამთბარა,
ოფლი არ
დაძრულა
გულ-მკერდზედ.
აბიკამ და
მამასწვერამაც
გაიღვიძეს,
წამოსხდენ;
ეზარებოდათ
კი ადგომა,
მაგრამ სხვა
მთიბლების
ცელის
“წივილი” აღარ
აძინებდათ.
შეაცქერდენ
ერთმანეთს.
გაიჩმუჩნენ
მხრებში.
აბიკა:
რა ხელ გეძინა,
მამასწვერავ?
მამასწვერა:
ქვე რა მეძინა,
სიზმართ ქვე
გადამლახეს.
აბიკა:
რა ღნახე, ქვე
რა იყვა
აგეთაი?
მამასწვრა:
ვერ დავდექით
კაის ადგილს,
მონა ალაგ
ყოფილა ამაჩი,
მოსადევრიანი.
წინ-წინ რო
ჩემეძინ,
განაე, ჯერ
ერთხან
მამედინ
ხევჩიით
ძახილი:
“მამასწვერავ,
ჰა,
მამასწვერო!”
საჩქაროზე
ქვე წამავდეგ,
დავიყურე,
მივიხენ-მავიხენე,
მივადუჟე”
რაი, ხარ, რა
მეძახ? რა გი
ჩემთანით?
მეძინებისავ,
დამაძინებავ,
ღმერთ იწამევ,
გაწყიას
ხახმატის
ჯვარავ,
კარატის
ჯვარმავ.
დედაშვილთ
ქვე
შავეხვეწე.
კვლა-კვლავ
ჩამეძინა.
ახლა მეორედ
მამედინა
იმაჩიითავ
ძახილ:
“წამეედ
ჩემთან, ჩემო
მამასწვერავ,
მარტუაი
ვარევ, პურა
ვერ მიჭამავ
მარტუასა,
ერთად
ვივახშმოთევ,
ბეღელათ-ბეღელაი
ვორეევ!”
დავშინდ,
კინაღართ
დავიხელთე,
მაუსვი
იმაჩიავ
სატევარს
ხელი,
სათავითურჩი
არცად იყვა,
მერმ მავხელე,
დავიდევ
თავით, მუქარა
დავსთხოვე,
ცეცხთან
ააგზენ,
მავიხიბლე
სრუ. შენაც
გიძახინე,
გონად ქვე ვერ
მაგიყვანე.
შენაც არ
გეძინ
მასვენებითა,
ჰბრუნავდი
რასამ, ხარს რო
დაჰკლავენ
განაე, ისრ
ჰრისხავდი.
აბიკა:
გუდანის
ჯვრის
გამარჯვებამ,
მამასწვერავ,
მაგას კი არ
სტყუი; მეაც
დავიწვ-დავიდაგე
წუხრ,
ღონობაჩი
ვიყავ, უფერ
ადგილ ყოფილა
ამაჩი. საითაც
შენ არ
უძახნავ,
აიმაჩიით
გამაჩნდენ
ორნ ქალნი
შავნი,
მქისენი,
უფერნი;
მავიდეს
ახლუაჩი
ჩემთან
ზედაოდ,
გაშალნეს
ხელნი ჩემს
გასატაცებლად.
სხვამ რამამ
დაუწყვ
ძახილი: “ხელ
არ ჰკადრათავ,
თორო
მიგიკლავთ
ჯორ-ულაყთა აი,
მიმკვდართავ!”
იმათ არა
გაიგონეს:
ერთიან ხელ
მტაცეს,
გამიტაცეს,
ირბოლეს თავა,
მარბოლებს
მეაცა,
მიწითად ფეხ
არ
მამაკრეინეს,
წიოკობიდან
რასამ,
ჟღავ-ჟღუვობდიან:
“ჩვენ ხარევ,
ხარევ ახლა კი,
ვეღარსა
გაგიტევთავ,
აბიკაო”,
იძახიან.
მემბრ
დამიწყეს
ჭირებაი
ღვთისშვილნი,
ვიტაცე
სატევარს
ხელი, უქნიე
ერთას – გახტ
გვერდზე,
უქნიე მეოერს
–გახტ ისიც.
ზედაც
გამამეღვიძ,
ვეღაროდ
ვეღარ
დავიძენ,
თენებაიც ქვე
მაჯარებულიყ.
მართალს
უნბობ, მონა
ალაგ ყოფილა
ამაჩი. ცეცხლ
არ უნდა
გაგვექრა
წუხრ, სრუ უნდა
გვნთებიყვა.
ეშმა-ქაჯ
ცეცხს
ერიდების.
ჩვენ აქ
დადგომაი
აღარ იქნების,
დავიხელთებით
სრუ ერთიან.
მამასწვერა:
ამაჩი
დადგომაი
ნიადე არ იქ
იქნების.
აბიკა:
რა ხელ
იქნების...
ცელებ
დავღლესათ,
მამასწვერაო,
დროი ას ახლა
კი (დაუწყებენ
ორივენი
ცელებს
ლესვას).
მამასწვერა:
(ცელს)
გაფხავდი,
გაფხავდი,
დევის
ფერცხალო,
აისხი ეკალი!
აბიკა:
(ცელს)
გაფხავდი,
ტიალო,
მამუკაის
ნაქნარო. (ისმის
ზარბაზნის
ხმა თიანეთის
მხრიდან).
დახკარით,
დახკარით
დურდურათა, ა
ბეჩავ, უსის
შვილებო!
მამსწვერა:
ტიალო
დურდურაო,
რარიგს ბოლთ
გამაჰყუდებს,
ნისლ
გეგონების,
მიწან
იძვრიან.
ცხენ-სატიალენი
საკვირვლა
ჰყოლიათ
გაწურთვნილნი.
დასჭეხნებს
დურდურაი-დ არ
იქმენ ჩუჩუნს.
იმას
გააბრუნებენ,
დაუკვრვენ
დარურურუასა,
ახლა სხვას
მაარბოლებენ,
ერთიან
ამლათად,
როგორც ქარმ
ფოთოლ
გაიტაცას,
აისრ
დაიტაცებენ.
იქნებიან
ტყრეშნი, იმას
სხვა
მაჰყვების,
ახლა კიდევაც
სხვაი.
ნისლთავით
ბოლნ
გამეეყუდებიანა-დ,
დადაგების
გუგუნი, მიწათ
მაჰზინებს
სატიალენი.
ეხლა
მზადებაჩი
არიან უსნი,
ხემწიფის
მალოდინ
აქვისთ.
თიანეთჩი არ
ვიყავითა
დაბარებულნი
კოკროჭინაის
სუდჩი
გამახელაის
ძაღლის
თაობაზე, იქ
უნბობდენ
ხემწიფის
მასვლასა,
ღურბლით
მავალისავ,
რკინის ყუთჩი
იჯდებისავ,
თიანეთჩი
ფშაველ-ხევსურთ
დაიბარებსავ,
გარს
შამარტყამსავ-დ
ისრ
გამაუცხადებსა
წყალობასავ.
აბიკა:
რა რიგ, რა კაც
იქნების,
ნეტარ?
მამასწვერა:
დიდკაც ასავ,
ოთხის კაცის
სიდიდოივ,
ტანზედ ოქროს
ტალავარ
სცვავისავ,
წელთ
ნეფ-ერეკლის
ხმალ
რტყავისავ.
აბიკა:
მანამ უსნ
დაიჭერდენ
საქართველოს,
ფშავ-ხევსურეთჩი
დევებ ქვე არ
ყოფილან.
ფშავჩი
კოპალას
დაულევიანა-დ
ხევსურეთჩი –
პირქუშს. უსნ
რომ მასულან
განა, დაუწყავ
სრევა
დურდურაისა,
შიშით
დახეთქილ
დევები
ბარჩიით
დამფთხვარანა-დ
ქვე სრუ
ხევსურეთჩი
გამახვეტიალან
სიმაგრიან
ალაგ ასავ.
ხევსურეთივ,
იქ უსნ
ვეღარას
დაგვაკლებენავ.
ერთად დევა
კიდეოც
დარჩენილიყვ
ქალაქის
პირჩი,
ქალაქით
მანავალს
მინდიას
შაჰყრივ წინა,
ავჭალის
შამაღმითით.
“ცეცხნ
ვღნახენავ,
შუა გზაჩი
აენთნენავ,
აიმაჩი ჩემს
წინ
გადმეეყუდავ
შავნაბადით,
დაგწყიოს
გუდანით
ჯვარმავ,
ხახმატის
ჯვარმავ,
ჭიჭახის
ჯვარმავ, ეთქვ,
ყველა
ღვთიშვილ
ეხსენ.
შამამიღრიჭინისა,
შამამიკრიჭინისა,
მერმ
პირ-ცეცხლ ქვე
ვახსენე, გაქრ
იმავ-მაშინისავ”.
მამასწვერა:
ჰა, ბეჩავ,
ამირანო, ჰა,
ბეჩავ, ძმანო!
დევთა
სალევლად
იმათთანა ხო
ტყუილია. ორნ
ძმან სხვან
ჰყოლივ
ამირანსა..
უსიპი-დ ბადრი.
ეა,
ბეჩავ-ობოლნო!
რა დღესაც დევ
არ მაკლიან, იმ
დღეს პურ ქვე
არ ჭამიანო.
დედაიც კა
ჰყოლივა იმათ:
ბადრი,
უსუპი, ამირან
ობლები
მავიყარენით;
ყველფ
არ გვინახავ,
კერაი,-
სიჩალეს
მავიზარდენით;
გავიგეთ
კაის მაქმედი,
მუშაჩი
დავეტანენით;
ვინაც
ავ გვიყვა
ობოლთა,
ახლა
შინ
შავეტანენით.
დედამ
დარეჯანმ
გვაბარა:
დევებს
ნუ
შაეყარნიდით,
თუ
შაგეყარნასთ
დევები,
მარჯვე
ნუ
გაეყარნიდით.
სამნი
ჩვენ, ცხრანი
დევები
ბაზარზე
შევიყარენით,
თავს
მოვხვდით
ბალხის
კარავსა,
ბოლოჩი
გავიყარენით.
ომისა
ვერა გავიგეთ,
ფარს
ქვედა
მავიმალენით.
დავსხედით
ღვინის
სმაზედა,
ცოგნ
დევნი
დავიტანენით.
ვინაც
სვა ღვინო
ჩვენთანა
ძმებურას
გავიყარენით;
ვინაც
არა სვა
ღვინოი”
დაღვკარით,
არ
ვიწყალენით.
დევებ
კი არა
ყოფილან,
ხმალს
ქვედა
გავატარებით.
აბიკა:
(ზარბაზნის
ხმა ისმის)
დახკარით,
უსნო,
დურდურათა
დახკარით!
ჩვენაც
დახვკრათ
სათიბს,
მამასწვერავ!
შენ რო
ჰკვეხდი,
აბიკას
თიბაჩი ქვე
ვაჯობინებავ,
ეხლა
გამოჩნდების. (ცელს).
მატუსენ
ბალახნი,
მამუკაის
ნაქნარო,
ნუღარას
გასწირავ! (გვრინავს)
სასტუმრიელოდ
მზეს ღგევხარ,
სამასპინძლოდა
მთვარესა;
კაცისა
საპირდაპიროდ
ქვას
ღგევხარ
მგორიალესა;
ამლათა
გასაგერშავად
მგელს
ღგევხარ
მარიალესა...
აბალე
მამასწვერავ!
მამასწვერა:
(ცელს) მალოკენ
ბალახნი,
მააწითენ
მიწანი.
ემაგას
დაღკრავს, თავ,
მამასწვერას
მეძახიან მეა,
ჩაგაჭრი
კალთათა,
მამგლოვიარებ,
ტიალო!
აბიკა:
აბალე,
მამასწვერაო,
აბალე, მეედი!
ქვენ დარჩი,
მამასწვერუავ,
გაგიცივდების
ღულელ
აბიკასთანამდი.
მამასწვერა:
სა მიხვალ, სა,
აბიკურავ?!
მალედავ
წამოგეწევის
ყრუაის
გაზდილი (გვრინავს).
კა,
ვაჟი, მგელი,
არწივი,
არცერთ
არ
გაიწურთნება:
მგელი
არ მაჰშლის
მგლობასა,
კა
ვაჟი
მამაცობასა,
ბერი
არ მაჰშლის
არწივი
მთის
ყურეთ
ნადირობასა.
(თავისთვის)
ნაწლევებჩი
ქვე ჩავწდი,
რაი ყოფილა
ეგი, ვერ
წამოვეწევი
მკვდარ-ვარიანსა.
ცელ მითამ
კაად სჭრის,
ქვე რა
მემართებით?!
აბიკა:
ქვე ტყუილა
რასამ
სცოდვილობ,
ქვენ დარჩი,
მამასწვერაო.
ვერ მახვალ
აბიკასთანა.
კაც არ ხარა,
დაჰკვლიე ემა
თავის
ნამხრევთა,
თაგვის სოროს
ღგავის, დიდი
ნამხრევ
მაინც
წამაიტანე,
სირცხვილი არ;
ხოყანა
ღნახავს,
ბეჩავ კაცი
ყოფილაო,
იტყვიან შენთ
ნამხრევთ რო
ჰღნახავენ. (ცელს)
ჰა, ბეჩავ,
აბიკაო! კა
დაუსდიხარ
დედას,
სატიალეო!
მამასწვერა:
ბევრ არაი
ჰყოფილხარ,
თავ ქვე ნურას
გედიდების,
აბიკურავ, შენ
ფერებს
ხუთსაც უბეჩი
ჩავისხამ
ნიადე,
სტუმარშინშაუყვანელო!
აბიკა:
შახენეთ,
შახენეს
მაგას,
მამასწვერუას,
შენ გღნახას
კაცმა, შე
ტილიანო,
აბიკას შენ
უნდა
ეუბნებოდია
მაგას,
მეკანტალეო,
წიწან-გაუპოხელო!
შეგნით ქვე
შაწუხებულ ას
თემი, სოფელი.
შენ არ ხარა,
ქალაქჩი რო
ტყავებ
დაგეპარ,
დაგიჭირესა
და საბნელოჩი
ჩაგაგდეს.
დავწყიტენ
ჯორ-ულაყთ
წელები შენის
გულისად
ქალაქჩი
ერბოების
ზიდვინებითა.
მაშინის კა
აბიკა ვიყავა
განაე. ახლა კი
უბეჩიაც
მიპირობ
ჩასმას? თავს
ნუ აფერებ
ღულელ აბიკას.
მე ნაჩალიკიც
ქვე მიცნობსა,
სუდიაიც.
ღურბელნატარიც.
მამასწვერა:
ვინა ას
მეკანტალეი,
შენ უნბობა
მაგას? შინ
ჯალაფნ არას
გკითხვენ,
გარეთ –სოფელი,
მკვდარ-ვირიანო!
აბიკა:
მიგიკლავ
ჯორ-ულაყთ აი,
მიმკვდართა.
ჯღან-გაუპოხელო,
მექალრძლეო,
დიაცის
ქუქუმო-ამოუზინებელო,
ტრუკ-ტრუკაო!..
თუ ტრელ არ
ხარა, აქ მეედი,
გამაჩნდების,
ვინ ვის
გაისომს
უბეჩი!
მამასწვერა:
აქ მეედ, აქ,
ძაღლო! (აბიკა
აგდებს ცელს
და გაექანება
მამასწვერასკენ.
ორივენი
საცერულებს
სცემენ
ერთმანეთს,
სისხლი
ჩამოსდით).
აბიკა:
(დაუქნევს
საცერულს) ე
მაგას
დაღკრავს,
აბიკას
მეძახან მეა,
გაგაწითებინებს.
მამასწვერა:
(ჩაარტყამს
საცერულს
აბიკას)
სხვადასხვისას
არ
გაგიფერებს,
მამასწვერას
ეძახიან
ემაგას.
(ამ
დროს
გამოჩნდება
ფშაველი
მამუკა,
რომელსაც
დღიურ მუშადა
ჰყავ
დაჭერილები
აბიკა და
მამასწვერა.
მამუკა
ცხენიდამ
გადმოხტება,
შუაში
ჩაუდგება
ქუდმოხდილი
მოჩხუბრებს
და დაუწყებს
შველებას).
მამუკა:
სუთ, თქვენი
ჭირიმე, რა
გაქვთ, კაცნო,
გასაყოფი,
რაღა ამ ჩემის
მთის თიბაში
მოგინდათ
ჩხუბი და
დავიდარაბა! (დაიჭერს
აბიკას და
გაიყვანს
ცალკე)
აბიკა:
გამიტიე,
მამუკაის
ჭირიმე (იზიდება).
მამუკა:
სად გაგიტიო,
ხევსურო,
ვაჟოთ თქვენ
ჭკვიანადა,
თორო მე ვიცი,
როგორც
გაგიტევთ.
სირცხვილი არ
არია
თქვენთვინ,
იმისა მაინც
არა
გცხვენიანთა,
ფასს გაძლევთ
და თქვენ
ერთმანეთის
ქელვაში და
ცემა-ტყეპაში
ჩამოგილევიათ
დღე-ჟამნი! ეს
დღე, ეს არი,
დაღამდა, ჩემო
ძმაო, ღმერთი
აღარ გწამთ?!
მამასწვერა:
(მამუკას)
გამაუტიე ე
მკვდარ-ვირიანი,
გამაუტიე,
მამუკაის
ჭირიმე!
მამუკა:
(აბიკას)
წამოდი,
წამოდი,
აქ წამოდი! (გაჰყავს
ცალკე,
მამასწვერა
თავისთვის
მიდის
მუქარითა და
ლანძღვით) რა
არი, რაზე
ჰხოცთ
ერთმანეთს,
რამ ეშმაკმა
ჩამოგიარათ!
აბიკა:
(დაფიქრებით,
თითქოს
ნანობსო) არც
კი უმისობაი,
გუდანის
ჯვრის
გამარჯვებამ,
მამუკაო! წუხრ
დევ
დაგვეხედვა,
აღარ
გვაძინეს
ეშმა-ქაჯთ,
მაგვხიბლნეს,
საშუღლარ ქვე
არ იყვ. მამას
ჩემისაგან
გაგონილ
მაქვის, დევის
მაჩვენებამ
შუღლ იცისავ.
მამუკა:
რატუ არ
ადგილის
დედას
შაეხვეწენით?
ჩემო ძმო?!
აბიკა:
ქვე რა რიგა არ
ვეხვეწენით,
ვეხვეწენით
ნიადე.
მასადევრიან
ალაგ ყოფილა,
უნდა გეთქვ
წინავ, თუ
მასადევრიან
ალაგ იყვა.
მამუკა:
ექა ვბერდები
კაცი, მე დევ
არ
მამჩვენებია,
რა ვიცი...
აბიკა:
(იღებს ბარგს
და სხვა
ადგილს
გადააქვს) აქ
დადგომა არად
არ იქნების (დაანთებს
ცეცხლს.
მამუკა და
აბიკა ცეცხლს
მოუსხდებიან).
მამუკა:
უნდა
შაგარიგნეთ,
აბიკავ!
სირცხვილი,
ერთად ყოფნა
გინდათ,
ამხანაგები
ხართ,
უმძრახნი ხო
არ იქნებით?!
აბიკა:
აუ, შარიგება
რა ხელ
იქნების,
უხევსურეთოდ
ჩვენ ქვე ვერ
შავრიგდებით,
ვერ
გავშველდებით.
მამუკა:
პურა მაინც
შავჭამოთ.
აბიკა:
კა იქნების (სჭამენ
პურს ორივენი).
მამუკა:
(ვახშმის
გათავების
შემდეგ) აბა
ეხლა ძილის
დროც არი (იგებს
მოთიბულს
ბალახს და ზედ
ნაბადს
იხურავს).
ფიქრი ნურაის
გაქვს, აბიკავ,
დევი აღარ
მოგვეჩვენება.
ღმერთო და ემ
ადგილის
დედაო, შენ
დაგწერე
ჯვარი!
აბიკა:
(წვება)
ღმერთო-დ ემ
ადგილის
დედაო, დიდო
ხახმატის
ჯვარო,
შამოგხვეწნია
შენს
საყმოჩიით
ღულელ აბიკაი,
შაიხვეწიე,
აშორე
ეშმა-ქაჯი,
მონა სული,
შენის
მადლისა და
ძალის
გამარჯვებასა
(იძინებს).
მამასწვერა:
(მარტოკა ზის
დაფიქრებული,
დაღონებული
და დიდი
ცეცხლი უნთია)
ქვე რა გვქონდ
დღეს
საშუღლარი!
დასწყიოს
ღმერთმა,
დევ-ეშმაკთ
გადაგვლახეს,
იმათ ქვე
გვაქნიეს
შუღლი. არაი
ჭირდ
საიმისოდ,
ღმერთის მა.
ღმერთ
დასწყიოს
მონა სული, რა
ხელ
მოგვხიბლა
ვაჟებო (ეხვეწება
ადგილის
დედას,
ღვთიშვილებს
ქუდმოხდილ,
რომ
გადაარჩინონ
დევ-ეშმაკებსა,
და იძინებს).
მყუდროება
სდგამ
გარეშემო,
მხოლოდ ხვი
მოსქჩეფს,
კლდეზე
გადამდინარე,
ჰყვირის,
ჰშფოთავს,
ათასგვარს
გამოხმობასა
ჰბადებს. მთის
პირიდამ
მთვარემ
ამოყო ყური და
ბადესავით
გადააფინა
მთის წვერებს
თავისი
სხივები.
მთვარის
სხივი დაადგა
მამასწვერასა
და აბიკას და
თითქოს
ყურებში
ჩასჩურჩულებდა,
თითქოს ნანას
ეუბნებოდა: ნუ
გეშინიათ, ნუ
ჰკრთით,
დევებს მე
მოგაშორებთ,
დამაშვრალნი
ხართ, ტკბილად
დაიძინეთ, მე
ვარ თქვენი
დარაჯი,
თქვენი
პატრონიო.
1889 წ.