აპრილის მზე

ვოცნებობ შენზე, შენს თვალებზე და შენს ღიმილზე,

ხარ აპრილის მზე, მონანავე ვარდისფერ ქარში,

ცრემლიან ცაში მობანავე ღრუბლის კივილი

აპრილს მაგონებს აგვისტოშიც და იანვარშიც.

შენს თავს მაგონებს წყაროს წყალზე წარმდგარი შველი

და ყვავილების საოცარი მრავალფერობა,

სულგანაბული ბულბულივით ასე რომ ველი,

აპრილს მაგონებს მზის და მიწის უცხო სერობა.

აპრილის მიღმა ყოველივე არის ზმორება,

მოგონებები უაპრილოდ კიდეც შემშლიან,

არ მომწყინდება მისი ასჯერ განმეორება,

მე აპრილში ვარ, აპრილი კი მუდამ ჩემშია.

 

ႢႨႭႰႢႨ ႷႥႤႪႠႸႥႨႪႨ