სად არის? (თემურ ქემოკლიძეს)

 

 

წამები, წუთები, დღეები,

საათებს მოუკვდა პატრონი!)

მოთქმა და გოდება: "ვაჰ, დრონი”,

სისხლისგან დაცლილი ტყვეების..

ბედი_ დამოკლეს მახვილივით,

სული_ საძოვარი ტროას ცხენის,

გლახაკთ უმღერიათ: "დროა ჩვენი",

(ვით ბუღის, ეს ესაა დაყვერილის?!)

აკვანი_ ვერასოდეს დარწეული,

პოეტნი_ ჩანასახში ჩაკლული,

თასი გრაალისა_ ნაკლული,

ლომ-ვეფხვი_ წიგნიდან გაქცეული...

სიზმარი ცხადია, თუ სიზმარი?

(არც ერთს აღარა ჰყავს პატრონი)

ორგიულ როკვათა თეატრონი,

 ვამპირთა დღე არის, ცისმარე...

მართალი მტყუანია და მტყუანი_ მართალი,

სრულიად გადაგვარდა სისტემა ათვლის,

არის დრო მოსვლის და დრო არის წასვლის,

(ლუციფერს უწოდეს ბრწყინვალე სარდალი)

ეს ძველი ნამღერი, რა არის ახალი?

_უზმოზე სადილი, ვახშამზე სამხარი,

(ახალი ძველით თუ ძველი ახლით?)

სახლი დერელიქტი, ის ძველი სახლი...

 

 

გიორგ ყველაშვილი