გაზაფხულის ცრემლით ადიდებულ მტკვარში

დანთებული ცეცხლი, გზნება არნახული,

მოჩრდილული მზე კი, მორიდებით მდგარი,

იმ ზღაპრული შუქით ოდნავ გალახული;

აქეთ ღელვა ზღვათა, ცათა გაოგნება,

იქეთ_ ლურჯი მთების ამო ღაღადია,

უდეგ ფოტონების წამით დაყოვნება:

თითქოს, უხილავი მხატვრის ნახატია.

იმ გაზაფხულს მტკვარში შესულ ირმის ყვირილს

დანთებული ცეცხლი მჭექარებას ჰგვრიდა,

სიყვარულის შუქში გახვეული წყვილი

ზღაპრულ სიზმარს ჰგავდა, ამოხატულს მტკვრიდან.

 

ႢႨႭႰႢႨ ႷႥႤႪႠႸႥႨႪႨ