შორეული აპრილი, მახლობელი აპრილი,

სიყვარული მწველი, სიყვარული ჩემი,

გული, თითქოს დაღლილი, უიმედო ნაპირი,

ერთადერთი ნუგეში და იმედის მჩენი,_

აპრილია, აპრილი.

შორეული აპრილი, მახლობელი აპრილი,

სიყვარული ნატიფი, სიყვარული შენი,

სილამაზე უზადო, სრულქმნილება ნამდვილი,

ბროწეულის ყვავილი, ჵ, რარიგ გშვენის,

და სიცოცხლე აპრილი.

ოცნებაში აპრილი, კიდევ მეტი აპრილი,

სიყვარული უზღვავი, სიყვარული ჩვენი,

მომავლის გასახარად ნერგი უკვე ჩაყრილი,

ღვთისგან მოვლინებული, ვით სამეფო ძღვენი,

თინათინი, ცოტნე და ისევ ჩვენი აპრილი!

 

ႢႨႭႰႢႨ ႷႥႤႪႠႸႥႨႪႨ