ირმასადმი

მე ჩემს სიყვარულს გიძღვნიდი მთებად

 და უფაქიზეს ცის სილაჟვარდედ,

ზეატყორცნილი ნისლების წყებას,

როს ვით უხორცო შეენავარდე...

ფშატის სურნელში შობილი გზნება

მინდვრის ყვაყილთა მორევში როკავს,

ხან სხივებდაღვრილ მზესავით ბნდება,

ხანაც გაღეღილ ტირიფებრ ტოკავს...

სანთლის ცურს ჩუმად აწვება ნისლი,

ვნების სიბნელე მოარღვევს ტალღებს,

სითეთრე წარმტაც სხეულს მოგისვრის

და ბინდის ბურუსს მსწრაფლ გაათალხებს...

ტკივილისაგან შობილი სიტკბო

ვნებადამცხრალი დაუშვებს აფრებს,

მზეს შეეწევა მაგ ხორცის სითბო,

სული კი ზესკნელს გადააზაფრებს

 

გიორგი ყველაშვილი

ႢႨႭႰႢႨ ႿႭႰႿႨ