გავიდა თერთმეტი წელი...

ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႣႠႫႭႳႩႨႣႤႡႪႭႡႠ

          


 

გიორგი და მისი ოჯახი       

 

 

Front Page

Kartuli Kronika (Georgian Chronicle)

Georgia Independence

Brief Historical Review And Locale  

Georgian Flag and Symbol

Georgian Anthem

Georgian Alphabet

 

 მთავარი გვერდი

ქართული ქრონიკა

საქართველოს დამოუკიდებლობა

მცირე ექსკურსი და ლოკალი

ქართული დროშა და წმინდა გიორგი

ეროვნული ჰიმნი

ქართული ანბანი

ტაძრები და საქართველოს ხედები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

 

ႩႭႡႠ


Twelve Holy Apostles Catholicosal Cathedral of Mtskheta - Svetitskhoveli   1010-1029

          მისი დამოუკიდებლობა თერთმეტი წლის წინ გამოაცხადა პარლამენტმა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის საკითხმა საერთო-სახალხო პლებისციტში ტრჲუმფალური გამარჯვება მოიპოვა. საგულისხმოა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს პირველმა მოაწერა ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ_ პოპულარულმა ეროვნულმა გმირმა და ქარიზმატულმა რევოლჲუციურმა ლიდერმა _ზვიად გამსახურდიამ, რომელიც მალე საყოველთაო კენჭისყრით ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა იმპერიის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის 2 წლისთავზე გამოაცხადეს პატრიოტებმა, რითაც სამუდამოდ უკვდავჰყეს და პატივი მიაგეს განგმირულ მამულიშვილთა ნათელ ხსოვნასა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ყველა მონაწილის თავდადებას;_ მათ შორის უკვდავი მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელსაც სიცოცხლეშივე დაადგა ხალხმა ეროვნული გმირის საპატიო გვირგვინი სამშობლოსათვის საარაკო თავგანწირვის აღსანიშნავად. და სწორედ იმ დღეს, 1991 წლის 9 აპრილს, იწყო არსებობა ახალმა ქართულმა სახელმწიფომ, რომლის აღორძინების სურვილი დღიდან საქართველოს უძველესი სამეფოს რუსეთის მიერ ანექსიისა (1801 წ.) ყოველთვის ენთო ამ ქვეყნის ყველა თაობის პატრიოტთა გულებში.

          მიუხედავდ იმისა, რომ ახალი სახელმწიფოს ჲურიდიულ აღიარებამდე ხანგრძლივი და ჰექტიური მოვლენებით აღსავსე კიდევ ერთი წელი იყო დარჩენილი, ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა დე-ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებდა. დიდი წარმატება იქნა მიღწეული აფხაზეთის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ავტონომიური რეგიონის, სტატუსის განსაზღვრის საქმეში, და აფხაზეთი თავისი სამას ათასიანი ქართული მოსახლეობით არა მარტო ორგანული, არამედ ყველაზე პატრიოტული ნაწილი გახდა. სამაჩაბლოში, საბჭოთა რეჟიმის მიერ წcაქეზებული ეთნიკურად არაქართველი სეპარატისტები ახალი მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა შეიქნა და ძალის გამოყენება გახდა საჭირო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ეროვნული გვარდიის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად სეპარატისტული ტენდენცია

მნიშვნელოვნად შემცირდა და წლის ბოლოსათვის მთავრობის ჯარებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი თითქმის განეიტრალებული ჰყავდათ. ამდენად, საერთაშორისო აღიარების მომენტისათვის, რომელიც 1991 წლის ბოლოსა და 1992 წლის დასაწყისში დადგა, საქართველო პოლიტიკურ მთლიანობას

 

 წარმოადგენდა არა მარტო დე-ფაქტო, არამედ დე-ჲურედაც. მთავრობა განსაკუთრებით პოპულარული იყო საშუალო და დაბალ სოციალურ ფენებში. სამაგიეროდ, მისდამი ზიზღით იყო განმსჭვალული კონტრრევოლჲუციური პრივილეგიადაკარგული კომუნისტური ზედაეშელონი, რომელსაც ტრადიციისამებრ ეკუთვნოდა ერთი შეხვედით სრულიად განსხვავებული სტრატუმები: პარტიული ელიტა, პრივილეგიიანი, კომუნისტური მთავრობისადმი დავალებული "ინტელიგენცია" და ფინანსური ოლიგარქია, რომელიც ასევე კომუნისტური ბობოლებისაგან, ბანკებისა და ფაბრიკა-ქარხნების დანიშნული ხელმძღვანელობისაგან შედგებოდა. მათ რუსეთის სამხედრო დახმარებით მალე იერიში მიიტანეს ეროვნულ მთავრობაზე და პუტჩის გზით იარაღიანი კაცის სასტიკი უკანონობა დაამყარეს ქვეყანაში. სისხლში ჩაახშო რა კანონიერების, დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებათა აღდგენის ყველა მცდელობა, ხუნტამ თავისი ანტიეროვნული საშინაო და საგარეო პოლიტიკით საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ეკონომიკური ძარცვის გზით_ გაღატაკებამდე მიიყვანა მოსახლეობა.

           თუმცა, მაშინ, 1991 წლის 9 აპრილს, სულ სხვა სიო ქროდა: სიო იმედის, სიო არნახული აღმშენებლობისა და ენთუზიაზმის...იყო ცეკვა და სიმღერა, ჟღერდა ქართული საგალობელი, დაისადგურა მოლოდინმა კიდევ უფრო მეტი წარმატებისამ. საქართველო საბჭოთა იმპერიის ხალხთა მისაბაძი მაგალითი გახდა თავისი შეუპოვრობითა და დასახული მიზნისაკენ სწრაფვით. და, რაც მთავარია, ახდა ქართველი ხალხის ისტორიული ოცნება,_ აღედგინა დამოუკიდებლობა და შეერთებოდა თავისუფალ და დემოკრატიულ ერთა მსოფლიო თანამეგობრობას.

ეს გზა ერთობ ძნელი და ეკლიანი აღმოჩნდება: ყოფილი მეტროპოლია მეთოდურად შეეცდება საქართველოს კვლავ დამორჩილებას, რისთვისაც არ მოერიდება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ღვედებს, შანტაჟს, ეთნიური შუღლის გაღვივებას, სამხედრო გადატრიალებასა და ინფორმაციულ ომს.

          1991 წლის 9 აპრილი რუსეთ-საქართველოს "ცივი" ომის დასაწყისად იქცა. ეს ომი უკვე რამოდენიმეჯერ გადაიზარდა ნამდვილ კონფლიქტში. აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული, აჭარასა და ჯავახეთში რუსული ბაზებია, თბილისში ხუნტის მემკვიდრე რეჟიმია, ციხეებში ათეულობით პოლიტიკური პატიმარია, კორუფციამ და სიღატაკემ ანომალიურ პროპორციას მიაღწია....

          ბოლო ხანს შესამჩნევი სამოქალაქო აქტივობა, დემოკრატიული ოპოზიის მზარდი გავლენა, რეფორმებისა და ვესტერნიზაციისადმი საგრძნობი საზოგადოებრივი ენდორსმენტი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სამართლიანი არჩევნების გზით 9 აპრილის სამართალმემკვიდრეობა აღდგება და ქვეყანას ძლიერი, ყველა პოლიტიკური ძალის მიერ აღიარებული, მაკონსოლიდებელი და დემოკრატიული მთავრობა ეყოლება

 

გიორგი ყველაშვილი